საიტზე საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაა ატვირთული - რა გაარკვია ვახო სანაიამ ბაჩალიაშვილის სამსახურზე

  • 7 აგვისტო 15:50

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს კომპანია „ზეგ“-ის საქმიანობის შესახებ. 

ჟურნალისტი ინტერესდება, არის თუ არა ქვეყნაში დასჯადი პორნოგრაფიული ვიდეო-მასალის დამზადება და წერს, რომ იმ საიტზე, რომელსაც კომპანია „ზეგ“ დეველოპერულ მხარდაჭერას უკეთებს, პორნოგრაფიულ ვიდეოებში ქართულ ენაზე საუბარი ისმის.


დაიჯესტი ჟურნალისტის ვრცელ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ


„იურისტები ვინც ხართ, გამარკვიეთ ერთ საკითხში. ვარკვევ და მგონი ცოტა ბუნდოვანია კანონმდებლობა.


რამდენიმე შეკითხვას ჩამოვწერ და განვიხილოთ.


საქართველოში პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება არის თუ არა დასჯადი ?


მაგალითად, გადავიღე პორნოგრაფიული ვიდეო, მერე ეს ვიდეო ვინმეს მივყიდე და აიტვირთა უცხოურ საიტზე. არის თუ არა ეს დანაშაული ?


საიტზე, რომელსაც კომპანია „ზეგ“ უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც. ისმის ქართული საუბრები და მონაწილეები არიან სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები. თავად ვიყავი შესული ამ საიტზე და დავათვალიერე ყველაფერი.


ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ეკისრება თუ არა კომპანია „ზეგს" რაიმე პასუხისმგებლობა.


გასაგებია, რასაც ამბობს ეს კომპანია, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, მაგრამ შეუძლებელია, ამ კომპანიის თანამშრომლები არ დაინტერესებულიყვნენ, ვის უწევენ უზრუნველყოფას და ამ გვერდზე შესულები არ იყვნენ, არ იცნობდნენ შინაარსს. თუ საიტზე შესული ხარ, აუცილებლად ძალიან მარტივად ნახავ საქართველოში დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას.


მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა სახით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ დანაშაულია აქ პორნოგრაფიის შექმნა და შენ ამას ხედავ უცხოურ საიტზე, გეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება ? მაგალითად, შეატყობინო შესაბამის სტრუქტურებს ?


უცხოურმა საიტმა რატომ შეარჩია პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია საქართველოში ?


მოკლედ, რადგან მეჩვენაბა, რომ კანონმდებლობა არ არის მთლად მკაფიო, მაინტერესებს მოსაზრებები, მათ შორის იურისტების.


ამ ეტაპზე ეს შეკითხვები მაქვს.


აქვე განმარტების სახით:


კომპანია „ზეგი“ ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს. რეირბახსვე ეკუთვნის კომპანია „ტროპიკალ ემბისი“. ჩემ მიერ ნახსენები პორნოსაიტის მისამართი (რომლის მისამართს აქ არ ვწერ ) დაკავშირებულია „ტროპიკალ ემბისისთან“- წერს ჟურნალისტი ვახო სანაია.


ცნობისთვის, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩლიაშვილი კომპანია „ზეგ-ში“ მუშაობდა.


5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირებიდან, დადგინდა, რომ თამარი გაუჩინარებიდან 2 დღით ადრე ეძებდა ინფორმაციას სუიციდსა და მედიკამენტებზე.  


თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გავიიდა და 5 დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ტყეში მწყესმა იპოვა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.