უმძიმესი ვიდეო, როგორ ხტება ქალი მტკვარში

  • 6 აგვისტო 01:00

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში გადახტა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.

სოციალურ ქსელში, ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ახალგაზრდას გადახტომის კადრებია ნაჩვენები.



ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა.


ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.


წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მდინარე მტკვრიდან გოგოს უვნებლად ამოიყვანა მალევე მოხერხდა.


იგი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.