"მოვედი იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაზე გული შემტკივა"- სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი "ოცნების" ოფისთან გამოჩნდა

  • 2 დეკემბერი 21:13

პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც მოძრაობა "შეცვალე"-ს წევრები აქციას მართავენ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ვაჟი ნიკა გოგაშვილი მიდივა.

მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება ქვეყნის სათავეში ტერორისტული ძალის "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას, ამიტომ როგორც მოქალაქე გამოხატავს პროტესტს მიმდინარე აქციის წინააღმდეგ.


"მოვედი იმიტომ, რომ გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე და არ მინდა ხელისუფლებაში დაბრუნდეს ტერორისტული ძალა. გული გვტკივა იმაზე, რომ ეს ძალა ისევ გამოდის და მორალს გვიკითხავს, რომელმაც 9 წელი ქვეყანა გაანადგურა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ",- განაცხადა მან ჟურნალისტებთან.


მისი თქმით, მამამისი სოსო გოგაშვილი მის პროტესტთან კავსირში არ არის და ის ადგილზე რიგითი მოქალაქის რანგით იმყოფება.