გოგი თოფაძე ნინო ჟვანიას ხვალ შეხვდება

  • 5 აგვისტო 16:25

ბიზნესმენი გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულის დედას ნინო ჟვანიას ხვალ შეხვდება.

როგორც თოფაძემ „დაიჯესტს“ განუცხადა, მას არ სურს რომ ბუსა ჟვანიას მიმართ ზედმეტად მკაცრი იყოს და ყველანარიად შეეცდება მხარი დაუჭიროს მას.


„გადავრჩი უკვე და ახლა ყველანაირად დავუჭერ მხარს. არ მინდა, რომ ძალიან დაჩაგრონ ის ბიჭი. მაგრამ ცოტა ზეწოლა არის მთავრობისგან“, - განუცხადა თოფაძემ „დაიჯესტს“.


ჩვენი კითხვა - რას გულისხმობდა ზეწოლაში და ვის მიმართ ხორციელდებოდა ის - თოფაძემ უპასუხოდ დატოვა.


„უკვე გითხარით ყველაფერი და აღარ დავაკონკრეტებ“, - აღნიშნა თოფაძემ.


ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია 2020 წლის 2 აგვისტოს ლევან თოფაძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს.


2020 წლის 3 აგვისტოს კი მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.