თბილისში ტრანსგენდერ ქალებს სცემეს - დაკავებულია ერთი პირი (ვიდეო)

  • police.ge
  • 5 აგვისტო 13:32

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე 1992 წელს დაბადებული პირი ორ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს.

უწყების განმარტებით, თავდასხმის მოტივი გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობა იყო.


შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაულის ჩანდენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.


სრული ვერსიის ნახვა police.ge