შსს ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს

  • 4 აგვისტო 19:26

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გამოძიების საქმეში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს.

„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, - განაცხადეს სამინისტროში.


ცნობისთვის, გაურკვევლ ვითრებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.


ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა. მათ საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვა ითხოვეს.