ბაჩალიაშვილის დედა საზოგადოებას მიმართავს

  • 3 აგვისტო 23:05

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი საზოგადოებას მიმართავს და გვერდში დგომას სთხოვს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ის მოსახლეობას 12 საათზე ამერიკის საელჩოსთან შეკრებას სთხოვს, რათა ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთოს FBI.


„მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო!!!


ხვალ, დღის 12 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ჩატარდება აქცია, სადაც მოვითხოვთ გამოძიებაში უშუალოდ FBI-ს ჩართვას.


გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გვერდში დაგვიდგეთ.


გაავრცელეთ პოსტი მაქსიმალურად“,- წერს ბაჩალიაშვილის დედა.