მეორე დღეს მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ – რას ეჭვობს შაქარაშვილის ბიძა

  • rustavi2.ge
  • 3 აგვისტო 22:29

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეები, არჩილ გაგნიძე და ნიკა ჟვანია, ვახო ჩიქოვანთან და ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად შემთხვევის მეორე დღეს მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ავრცელებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რასაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემთხვევის ადგილზე მორაგბე აჩიკო გაგნიძე, თავგატეხილი ვახო ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი იმყოფებოდნენ.


ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტო ჩავიდა რკინის ხელკეტიანი მორაგბე ნიკა ჟვანიაც.


გამოძიება ახალ გარემოებაზე მუშაობს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის ბიძას უკვე გააცნეს.


შაქარაშვილის ბიძა ვარაუდობს, რომ ბრალდებულები სავარაუდოდ მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ.


კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც გამომძიებლებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ტოიოტა ვითსია“, რომელიც მორაგბეების მეგობარს თემო კეტაშვილს ეკუთვნის.


კეტაშვილის სატელეფონო ნომერი 19 და 20 ივნისს აჩიკო გაგნიძის ტელეფონის ამონაწერებში ჩნდება, ასევე არის ელექტრონული შეტყობინებები, სადაც კეტაშვილი და გაგნიძე გაურკვეველი ადგილიდან დაბრუნებაზე საუბრობენ.


ასევე ცნობილია, რომ კეტაშვილის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს მისი მეგობრები რატი ტუსიაშვილი, ბესიკ გობეჯიშვილი და გიგა ბუცხრიკიძე მცხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მათთან ერთად იმყოფებოდა ნაცემი არასრულწლოვანი ნ.ხ. ადვოკატი უარყოფს, რომ კეტაშვილის ავტომობილით ჩამოთვლილი პირების გარდა სხვებმაც ისარგებლეს, თუმცა უფლებადამცველი მანქანის პატრონისთვის დაბრუნების ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებს.


 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge