ქალბატონო ღმერთმა არ ქნას გახარიას იმედად დავრჩეთ - მაჩალიკაშვილი ბაჩალიაშვილის დედას

  • 3 აგვისტო 22:13

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 23 წლის გარდაცვლილი თამარ აჩალიაშვილის საქმის გამოძიების შესახებ დედამისს, თეონა თამაზაშვილს მიმართავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩალიაშვილის დედა პრემიერთან გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვს, რათა აღნიშნული საქმე ბურუსითმოცული არ იყოს. 

სწორედ ამასთან დაკავშირებით დაწერა პოსტი მალხაზ მაჩალიკაშვილმა და აღნიშნა, რომ პრემიერის ჩარევა არ ჩარევის საკითხი საქმეს წინ ვერ წაიყვანს.

„ქალბატონო ღმერთმა არ ქნას გახარიას იმედად დავრჩეთ... ის ხომ ამ აღელვებულ ზღვაზე მოცურავე გემის „შტურმავიკია“.

მისი ერთი სიტყვის დაჯერებაც საქმეს უფრო ჩაძირავს.

პატივისცემით მალხაზ მაჩალიკაშვილი“,- წერს მაჩალიკაშვილი.