საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Georgia`s Natural ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა

  • 3 აგვისტო 21:55

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კომპანია Georgia's Natural ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული ჯგუფია, რომლის საქმიანობა ორგანული ბაღების ოპერირება, ველური მოსავლის შეგროვება, ორგანული ნედლეულის ხარისხის კონტროლი, გადამუშავება და ორგანული სტანდარტის შესაბამისად მისგან პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შექმნაა.


 
 


1999 წლიდან დღემდე, კომპანია ავითარებს ორგანულ მეურნეობებს და თანემედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს საქართველოში. ქართულ ბაზარზე, საერთაშორისო დიდ სუპერმარკეტების ქსელში წარმატებით გამოჩენის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა ქართველი მომხმარებლებისთვის Georgia's Natural-ის ორგანული ბარი-ის კონცეფცია წარედგინა. შეირჩა სპეციალური ლოკაციები, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ორგანული ხაზის პროდუქციის: წვენის, სოუსის, გაყინული ხილის, გაყინული რბილობის, სიდერის შეძენაა შესაძლებელი. სიახლე განსაკუთრებით მიმზიდველია მომხმარებლისთვის, რომელიც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, რადგან პროდუქცია არ შეიცავს პესტიციდებს, დანამატებს, შაქარს და არ არის აღდგენილი კონცენტრატისგან. მასში არის მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილში და ბოსტნეულში არსებული გემოვნური და სასარგებლო თვისებები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.


„მოხარული ვართ რომ ქართული კომპანია Georgia's Natural-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელმა გლობალურმა ბრენდმა. მან პარტნიორ ქვეყნებს საქართველო გააცნო როგორც „ორგანული მებაღეობის“, „ველური შეგროვების“ და „ორგანული წარმოების“ შესაძებლობების მქონე ქვეყანა. გვინდოდა ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვეტანა ადგილობრივი წარმოების წახალისებაში, ბიზნესის ხელშეწყობაში და ვფიქრობ ჩვენი და “Georgia's Natural“-ის პარტნიორობა კომპანიას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს. კომპანიამ ნედლეულის პირველადი გადამუშავების საწარმო 2018 წელს სწორედ საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნა. ვფიქრობთ, მსგავსი საინტერესო, ეროვნული პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ცნობადობის ზრდისა და ახალი საინვესტიციო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას იძლევა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.


კომპანია Georgia's Natural ორგანული კატეგორიის 100%-ით ნატურალურ წვენს, დაკონსერვებულ და მშრალ პროდუქტს, IQF ტექნოლოგიით გაყინულ ხილ-ბოსტნეულს, სოუსსა და სანელებლებს უკვე 20 წელზე მეტია აწარმოებს და ის 40-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი.


Georgia's Natural ფლობს EC/NON EU-ს (ორგანული სტანდარტი ევროპული ბაზრისთვის), NOP/USDA-ს (ორგანული სტანდარტი აშშ ბაზრისთვის), JAS-ს (ორგანული სტანდარტი იაპონიის ბაზრისთვის),CCOF-ს (ორგანული სტანდარტი სამხრეთ კორეის ბაზრისთვის). Georgia's Natural-ში ასევე დანერგილია სტანდარტები: ISO 9001:2015, ISO 22000:2005, FSSC 22000, Kosher/OU, Halal/IFRC ASIA.


კომპანია 2020 წლამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული, თუმცა მას შემდეგ რაც 2018 წელს ქარხნის მშენებლობა დაასრულა, მისი წარმოება ფუნქციურად კიდევ უფრო გაიმართა.