საქართველოს ბანკი ბიზნესს ახალ „ქეშბექს“ სთავაზობს

  • 3 აგვისტო 21:54

საქართველოს ბანკი ბიზნესებს, საქმიანობის გამარტივების მიზნით, ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე- cashbox-ზე ჩარიცხულ თანხაზე cashback-ს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ეს იმას ნიშნავს რომ თუკი ბიზნესი ნავაჭრ თანხას საკუთარი კომპანიის ანგარიშზე cashbox-ის მეშვეობით შეიტანს, მას აქციის ფარგლებში, შეტანილი თანხის 0.1% Cashback-ის სახით საჩუქრად, ისევ კომპანიის ანგარიშზე დაუბრუნდება.


 


Cashback-ის გარდა, აპარატით ჩარიცხვას მთელი რიგი უპირატესობები აქვს: თანხის მიმღები ინოვაციური აპარატი, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კომპანიის ანგარიშზე შეიტანოს თანხა; მომხმარებელს აღარ უწევს კუპიურების აპარატში სათითაოდ მოთავსება, მას შეუძლია საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ერთად განათავსოს აპარატში; ბიზნესისთვის მეტი კომფრტის შექმნის მიზნით, არ არსებობს აპარატში განსათავსებელი თანხის ლიმიტი. მომხმარებელი მისთვის სასურველი ოდენობის თანხას შეუფერხებლად შეიტანს ანგარიშზე; თანხის ასახვა ხდება მომენტალურად. თანხის შეტანა სრულიად უფასოა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბიზნესბარათი, რომლის შეკვეთა დისტანციურად, ინტერნეტბანკით არის შესაძლებელი.


საქართველოს მბანკის განცხადებით, ბიზნესისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, სასურველია, მომხმარებელმა ისარგებლოს იმ Cashbox-ით, რომელიც მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელ ადგილას, ობიექტთან ან ოფისთან ახლოს დგას.


აქცია პირველი ტრანზაქციიდან 3 თვის განმავლობაში გრძელდება.


„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის გვერდში დგომა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისათვის შევქმენით თანხის მიმღები აპარატების CashBox-ების ქსელი. აპარატის საშუალებით ნავაჭრი თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე, მომხმარებელი cashbox-ით სარგებლობას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მისთვის მოსახერხებელ ადგილას შეძლებს. ბიზნესების წახალისების მიზნით მომხმარებელს ვთავაზობთ cashback-ის აქციას, რაც შეტანილი თანხის ნაწილის ბიზნეს ანგარიშზე საჩუქრად მიღებას გულისხმობს. ჩვენ არ ვჩერდებით და ახალი ინოვაციებით „საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 35.9%), სესხებისა (საბაზრო წილი 35.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 35.4%) მიხედვით (2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს.


2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს 228 სერვისცენტრის, 939 ბანკომატისა და 3,183 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge http://www.bog.ge/ ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. გვჯერა, რომ cashbox-ი ის ინსტრუმენტია, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ბიზნესის მართვას,“- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.


Cashbox-ისა და მისი განთავსების ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/cashbox