თამარ ბაჩალიაშვილს წესს აუგებენ

  • facebook.com
  • 3 აგვისტო 17:53

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს პატრიარქმა წესის აგების ნება დართო.

დღეს 3 აგვისტოს გარდაცვლილის მშობლები საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა.


შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.


ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საპატრაირქოში პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს შეხვდნენ. 23 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი თამარ ბაჩალიაშვილი წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com