ფოტო შაქარაშვილის სახელობის სტადიონიდან

  • 3 აგვისტო 12:41

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, საბურთალოზე ერთ-ერთ სტადიონს შაქარაშვილის სახელი მიენიჭა.

დღეს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, „საბურთალოს“ ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ.


ფოტოს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი აზიარებს.