ჩემი მეუღლე კინაღამ დაიჭრა - გოგი თოფაძე

  • 3 აგვისტო 12:10

პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე მედიასთან საუბრისას განმარტავს, რომ მისი მეუღლეც კინაღამ დაჭრეს.

„ახლა მივდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე. არ ვიცი საქმეში რომელი ცივი იარაღი ფიგურირებს,  ჩემი მეუღლე კინაღამ დაიჭრა. მან პირველმა გაიგო წივილ-კივილის ხმა და შევიდა ოთახში“,- ამბობს გოგი თოფაძე.


შეგახსნებთ, რომ 2 აგვისტოს ყოფილი პრემიერის შვილმა ბესარიონ, იგივე ბუსა ჟვანიამ ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრა.


ახლა ის ხეჩინაშვილის კლინაკში მკურნალობს, ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურად რთულია.