რის გამო დაუპირისპირდა ბუსა ჟვანია ლევან თოფაძეს?

  • 3 აგვისტო 11:12

2 აგვისტოს გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილმა ბესარიონ, იგივე ბუსა ჟვანიამ დაჭრა. ამ ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მათი ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, მუსიკალურ ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო, სადაც ლევან თოფაძე ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა.


როგორც თვითმხილველი ამბობს, ამ ფაქტმა ბუსა ჟვანია გააღიზიანა, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.


მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, თავის საცხოვრებელ სახლში წავიდა.


„ამის შემდეგ ბუსამ დაურეკა ლევანს და უთხრა იმას (ყოფილი შეყვარებული) შენთან ერთად რა უნდოდაო. თოფაძემ უპასუხა, რომ სახლში იმყოფებოდა და თუ რამე აინტერესებდა, შეეძლო ასულიყო მასთან. მერე რაც მოხდა კი იცით“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლევან თოფაძის მეგობარი.