ბაჩალიაშვილმა მეგობარი გააფრთხილა, რომ ორი დღე არ დაკონტაქტებოდა - ბაჩალიაშვილის საქმე

  • 3 აგვისტო 10:58

ახალგაზრდა გოგოს თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ ახალი გარემოებები ხდება ცნობილი.

როგორც „მთავარი არხის“ საგამოძიებო სიუჟეტიდან ვიგებთ საქმეში ბევრი დამთხვევა არსებობს, რასთან დაკავშირებითაც გამოძიების პასუხებს ელოდებიან.


როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, თამარმა მის მეგობარს უთხრა, რომ 2 დღის განმავლობაში არ დაკონტაქტებოდა, რადგან სამსახურში მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა და არ ეცლებოდა.