სროლა გელათთან - რა მოხდა ქუთაისში

  • 3 აგვისტო 10:32

გადაცემაში „პოსტ ფაქტუმ“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მონოლოგში ამბობს, რომ ქუთაისში გელათთან სროლა იყო.

სროლა დღის საათებში მოხდა, რაზეც რეაგირება არავის არ ჰქონია. ჟურნალისტის თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო, იარაღის არასწორად გამოყენებისთვის ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი შაქარაშვილი გვეყოლება.


„ხომ ჩასვით იარაღის უკანონო ტარებისთვის „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა, ახლა მე გთავაზობთ კადრებს, სადაც დღისით ქუთაისში მანქანიდან ისვრიან. გაშიფრეთ კადრები, კარგად ჩანს მანქანის ნომრებიც, გელოდებით, გამოიძიეთ ეს საქმე და შესაბამისად დასაჯეთ დამნაშავეები“,- მიმართა გიორგი გაბუნიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს.