შემიძლია ვთქვა, რომ შაქარაშვილი ცემის დროს იწვა და ვიღაც პირზე ხელს აფარებდა - ბესიკ კალანდია

  • 1 აგვისტო 20:58

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბესიკ კილასონიას განცხადებით, შესაძლოა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ტრაგიკულ ღამეს კონფლიქტის დროს ვიღაც პირზე ხელს აფარებდა.

კილასონიამ „ტვ პირველის“ ეთერში რამდენიმე საეჭვო გარემოებაზეც ისაუბრა.


„ფილტვებში მრავლობითი ტარდიას ლაქებიბ არის აღწერილი, ეს ლაქები ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ მას, წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი კი პირზე ხელს აფარებდა, რა დროსაც სავარაუდოდ გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ კი ასფიქსია მოხდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია”, - აღნიშნა ბესიკ კილასონიამ.


ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი.  დასკვნის მიხედვით სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.