რა უნდა იცოდეთ საკუთარი შვებულების შესახებ

  • imedinews.ge
  • 1 აგვისტო 20:06

საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით სარგებლობის უფლება აქვს.

ანაზღაურებადი შვებულების გარდა დასაქმებულს წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით.


შვებულების მიცემის წესს, რაც შეეხება, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ აქვს.  მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.


მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge