„კაწრო“ შსს-ში ისევ მივიდა

  • 1 აგვისტო 18:32

ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებაში მან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა.


ცნობისთვის, ერთ-ერთი მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარები ღამეს გურამ ამირხანაშვილს დიდუბეში, ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდა.


მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ კადრებში აღბეჭდილი ახალგაზრდა ხაშურის მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია. საქმის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხულია როგორც ავთანდილ ბილანიშვილი ასევე ლაშა ლურსმანაშვილი. ბილანიშვილმა განაცხადა, რომ იმ ღამით ქალაქი არ დაუტოვებია. მტკიცებულებად კი საჭირო დოკუმენტები წარადგინა.