ახლაციხეში სამშენებლო ობიექტზე მუშა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

  • pia.ge
  • 1 აგვისტო 18:25

ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან 45 წლამდე კაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Pia.ge ავრცელებს.

ცნობილია, რომ ის სატვირთო ავტომობილით ელექტროენერგიის კაბელს წამოედო, რა დროსაც დენმა დაარტყა.


Pia.ge-ს ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშაობდა და შემთხვევის დროს თავის მოვალეობას ასრულებდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge