შეუძლებლია უკვალოდ ჩაევლო იმ ტერორს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარდა - ირმა ჭკადუა

  • 1 აგვისტო 18:05

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველი ირმა ჭკადუა, სპორტსემნის მიერ გერმანიაში წაგებულ თამაშს მის ირგვლივ ბოლო თვეებში განვითრებული სტრესული სიტუაციებით ხსნის.

ჭკადუას აზრით, ბასილაშვილის პროფესიული მარცხი, მის მიმართ განხორციელბულმა მორალურმა ტერორმა გამოიწვია. 


„შეუძლებლია უკვალოდ ჩაევლო იმ ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარდა, საქართველოს არ ჰყავს ბევრი „ნიკოლოზ ბასილაშვილი” და მსურს, კიდევ ერთხელ, დავიფიქსირო ჩემი პატივისცემა მის მიმართ.


ვიმედოვნებ, რომ მალე აღიდგენს წონასწორობას და წარმატებით გააგრძელებს ასპარეზობას. ჩვენ კი, მისი იურისტები, პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად“, - წერს ირმა ჭკადუა.


ცნობისთვის, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიაში მიმდინარე საჩვენებელ ტურნირზე მეორე შეხვედრა წააგო.


ნიკოლოზ ბასილაშვილი, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული.