ავარაია ბორჯომი-ლიკანის გზაზე - დაშავებულია 13 პირი

  • 1 აგვისტო 16:51

ბორჯომში, ერთმანეთს სუპერმარკეტ „მაგნიტის“ სადისტრიბუციო მიკროავტობუსი და თბილისი-ახალციხის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მიკროავტობუსის მგზავრები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.