დიდუბე, თბილისი ქრისტეშობიდან 2020 წელი - არასწორად დამონტაჟებული ატრაქციონი

  • 1 აგვისტო 14:22

თბილისში დიდუბის რაიონის ერთ-ერთ სკვერში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სურათზე არასწორად დამონატაჟებული ატრაქციონია ასახული.

„დიდუბე, თბილისი ქრისტეშობიდან 2020 წელი“, - წერს ფოტოს ავტორი. კომენტარებში ხალისობენ რომ „აიწონა-დაიწონას“ დუეტი არ შედგა.



გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით დიდუბის გამგეობამ დაწერა, რომ ატრაქციონი დაზიანდა. მათი თქმით, როგორც კი ტენდერი დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებული, ატრაქციონი მაშინვე აღდგება.