6 ამბავი საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

  • 1 აგვისტო 14:31

საბერძნეთში, კონკრეტულად კი ელადაში მყოფი საქრთველოს მოქალქეების საყურადღებოდ პოლიტიკოსი ოთარ ჩრდლილელი სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია კორონავირუსისი გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულ შემზღუდველ გადაწყვეტილებებზე.

ოთარ ჩრდილელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


საბერძნეთში


1. დღეიდან ნიღბების ტარება სავალდებულოა აბსოლუტურად ყველა დახურულ სივრცეში, მათ შორის, ეკლესიებში. (გარდა კაფე-ბარებისა და რესტორნებისა) 


2. 3 აგვისტოდან ქორწილებსა და ნათლობებში დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ 100 ადამიანის თავმოყრა. 


3. აგვისტოს ბოლომდე აკრძალულია ფესტივალების და წვეულებების მოწყობა.


4. 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით აკრძალულია ვიზიტორების მიღება მოხუცთა თავშესაფრებში, უსახლკაროთა თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში.


5. 15 აგვისტომდე არ განხორციელდება ფრენები თურქეთთან, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.


6. ბარებში აკრძალულია ხალხის დგომა.