პაატა იმნაძე: ეკონომიკა გაცოცხლდება და ადამიანი ვერა

  • imedi.ge
  • 1 აგვისტო 13:33

დაავადებათა კონტროლის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების კრიტიკოსებს უპასუხა.

იმნაძე ამბობს, რომ მათი გუნდის პასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა და როცა  კონკრეტული პირების მიერ, ეკონომიკის გაჩერებასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები ესმის, ამბობს, რომ ის და მისი გუნდი ადამიანებს ვერ გაწირავს.


„როცა მესმის რომ ავამუშაოთ ყველაფერი და გამოვუშვათ ეს ხალხი გარეთ - ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უნდა გავწიროთ. ამას ვერ ვიზამ. ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა ჩემი პასუხისმგებლობაა. ეკონომიკა გაცოცხლდება და ადამიანი ვერა“, - ამბობს პატაა იმნაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“.


ამასთან იმნაძემ განაცხადა, რომ ადამიანებმა სიფრთხილეს მოუკლეს და თითქმის ყველაფერი ისე გრძელდება, როგორც კორონავირუსამდე იყო. ამაში მედიკოსი კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებებს ადანაშაულებს. მისი თქმით, ზოგი პლატფორმა სპეციალურად იმისთვისაა, რომ ადამიანებს დააჯეროს, თითქოს კორონავირუსი არ არსებობს.

სრული ვერსიის ნახვა imedi.ge