პაატა იმნაძე: ტროლების ფაბრიკები მუშაობენ, რომ მოსახლეობას კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდეს

  • imedi.ge
  • 1 აგვისტო 13:16

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ზოგი მედიასაშუალება კორონავირუსის ინფექციის საშიშროების დამალვაში დაადანაშაულა.

იმნაძის თქმით, სწორედ ამ საინფორმაციო კამპანიის წყალობაა, რომ მათ მთავრობისთვის მკაცრი საკარანტინე რეჟიმის შემოღების რეკომენდაციის გაცემა უწევთ.


„რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა მუშაობს და ეს იწვევს, რომ გამოკვლევებისას, მოსახლეობის ნაწილის დამყოლობა საკმარისი არაა. შესაბამისად, გვიწევს, რომ მთავრობას მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება ვურჩიოთ. სამწუხაროდ, საინფორმაციო გარემო წალეკილია არასწორი ინფორმაციით. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ამაზე მთელი ტროლების ფაბრიკები მუშაობს - არა მარტო რუსული არამედ, აქაც, საქართველოშიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ინფიცირების 1171 ფაქტია გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 947 პირი.

სრული ვერსიის ნახვა imedi.ge