თან სელექციური აბორტი რომ ქალის უფლება გგონიათ, თან პარლამენტში სქესის მიხედვით შესვლა სამართლიანი ყლ...ი ხართ - არჩილ მარშანია

  • 1 აგვისტო 11:32

ექიმი და ტელეწამყვანი არჩილ მარშანია თუშეთში და საზღვარგარეთ არსებულ ტრადიციებს შორის მსგავსებაზე პარალელებს ავლებს და იმ ადამინებს მიმართვას, რომლებიც საქართველოში ნანახს ჩამორჩენილობას უწოდებენ,  საზღვარგარეთ ანალოგიურ სანახაობას კი საინტერესოს და ეგზოტიკურს.

ამასთან, მარშანია თუშეთის მიმართ მის პატივისცემასაც გამოხატავს და აღნიშნავს, რომ იქ ზოგადად გამორჩეული იუმორის და სიკეთის მქონე ხალხი ცხოვრობს.


არჩილ მარშანიას პოსტს უცველად გთავაზობთ:


„თუშეთი სინკრეტიზმის კლასიკური მაგალითია, ანუ წარმართობისა და ქრისტიანობის ნაზავია: რწმენა ქრისტიანულია, ღვთისმსახურების ფორმები და წესები - წარმართულიც და ქრისტიანულიც.


ე.წ. სალოცავები, რომლებსაც თუშეთში ეთაყვანებიან, ქრისტიანულია. ქრისტიანობის გვიან შესვლისას ამ ორი რელიგიის მშვიდობიანი შეგუება მოხდა (ან არამშვიდობიანი, ეგეც შეიძლება როგორც ამიხსნეს, მაგრამ მთავარია რომ მოხდა შეგუება). კერპების, ანუ იგივე ჯვარ-ხატების, უმეტესი ნაწილი ქრისტიანულმა წმინდანებმა ჩაანაცვლა, თუმცა მათი ბუნება ნაწილობრივ კვლავ წარმართული დარჩა და ამ ქრისტიანულად გადაკეთებულ სალოცავების კარზე ღვთისმსახურება ქრისტიანობამდელი ფორმითაც აღესრულება დღეს და მართლმადიდებელი ღვთისმსახურებიც ატარებენ წირვა - ლოცვას.


ანუ შეგიძლია ჩათვალო, რომ როდესაც იმ პატარა მიწის მონაკვეთზე დგახარ, რასაც სალოცავს უწოდებენ, რომელიც უმეტესწილად სოფლიდან მოშორებულ ადგილას არის, იგივეა რაც სამების ტაძარში საკურთხეველში იდგე, ანუ მხოლოდ გარკვეულ პირებს აქვს შესვლის „უფლება“ და ქალების შესვლა არ შეიძლება.


ტრადიციაა რა, ტრადიციები კი არსებობს მავნე/ზიანის მომტანი და არამავნე ზოგადად.
ეს ტრადიცია არავის ზიანს არ აყენებს, მეტიც უმრავლესობისთვის ეგზოტიკურია და საინტერესო იქ მიმდინარე მოვლენები, ნამყოფი თუ ხართ დღეობებზე გეცოდინებათ.


თუშეთში განზოგადებულად რომ ავიღოთ კაცების დამოკიდებულება ქალების მიმართ, ის ჩემის მოკრძალებული აზრით ყველა რეგიონისგან განსხვავებულია და ყველაზე ნაკლებად* არის გამოხატული გრუზინობააბრაზნი, ტოქსიკურ მასკულინობად წოდებული გამოხტომები.


მაგალითად, კლასელობა ძალიან ახლო ურთიერთობად და მეგობრობად ითვლება, განსაკუთრებულად ქალ-ვაჟებს შორის, მაგალითად „დაძმობილება“ ქალ-ვაჟს შორის ფაქტიურად ნათესაობის ტოლფასია, მაგალითად ბიძაშვილობა და-ძმობად აღიქმება პირდაპირი გაგებით, ქორწილში პატარძალს ყოველთვის ყავს ბიჭი მეჯვარედ და ა.შ.


ზოგადად გამორჩეული იუმორის და სიკეთის მქონე ხალხია, უკიდურესად იშვიათად თუ ვინმე გაიხსენებს ქალზე ნებისმიერი სახის ძალადობის შემთხვევას თუშებში.


ხოდა, ყოველ ზაფხულს ჭყლოპინი მესმის ხოლმე და ძაან ტვინი მოი..ნა უკვე და ერთი რაღაცის თქმა მინდა შინაურულად.


ანუ ტრადიცია შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, პროტესტის გრძნობა გქონდეს ან არ გქონდეს, არავინ არის ვალდებული რაიმე ძალით მოიწონოს, ორი აზრი არ არის მაგაში.


მეტიც, თქვენ ძაან წიხლზე უნდა გეკიდოთ, ვინმეს რამე თუ არ მოწონს და თქვენ თუ რამე არ მოგწონთ, იგივე ხარისხით კიდია სხვასაც, დიდი ალბათობით. ჩვეულებრივი ამბავია.


უბრალოდ, თან სელექციური აბორტი რო ქალიში უფლება გგონიათ, თან პარლამენტში სქესის მიხედვით შესვლა სამართლიანი ნაბიჯი, თან ეკლესიის საკურთხეველში არ შედიხართ პატივისცემის გამო და ჯვარს მორჩილად გაბადრული სახეებით იწერთ დიდი სანთლებით ხელში, თან ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობისას „უაააიმე ტიბეტში სხვადასხვა შენობაში/ტაძარში, სხვადასხვა დროს შესვლა რო არ შეიძლება და რა საინტერესო წესები აქვთ“ და თან თურქეთში მეჩეთის დასათვალიერებლად შესულები პატივისცემის და წესების გამო თავშალს იფარებთ და ამის პარალელურად ამ უწყინარი და ნელ-ნელა ცვეთადი ტრადიციის გამო თუშებს „ველურ სირებს“ უწოდებთ, მინდა იცოდეთ რო არათანმიმდევრული ყლ...ი ხართ“, - წერს მარშანია.