"სატანისტები ხართ თუ ვინ ხართ თქვენ? "შავი პარასკევი" დაგდგომოდეთ თქვენ ყველას" - ვიდეო

  • 28 ნოემბერი 18:04

შოპინგის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დღე, "შავი პარასკევი" ახლოვდება. კლიენტების მისაზიდად, კომპანიები სპეციალურად ამ დღისთვის დაწესებული ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციას, მომხმარებლებს მოკლეტექსტური შეტყობინებებით უგზავნიან.

სოციალურ ქსელში, ვრცელდება ვიდეო, რომელშიც "შავი პარასკევის" აქციით შეწუხებული ადამიანი კომპანიაში რეკავს და ოპერატორს მსგავსი შინაარსის შეტყობინების გაგზავნას უკრძალავს.


"სატანისტები ხართ თუ ვინ ხართ თქვენ? "შავი პარასკევი" დაგდგომოდეთ თქვენ ყველას, რას ქვია აქციააა,
ნუ აგზავნით sms-ებს აქ ოჯახია. "შავი პარასკევი" შესულიყოს თქვენს ოჯახში", - ამბობს აქციით გაღიზიანებულული მოქალაქე.



 რატომ ჰქვია საერთაშორისო ფასდაკლებების დღეს "შავი პარასკევი"?


შოპინგის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დღე, "შავი პარასკევი", რომლის უკანაც ბევრად უფრო საინტერესო ისტორია იმალება, ახლოვდება.


23 ნოემბერს "შავი პარასკევია", რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წელიწადის ის "ნანატრი" დღეა, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრანდიოზულ ფასდაკლებებს უნდა ველოდოთ. ახალი შენაძენებისა და ფასდაკლებების დღე – რატომ სახელად "შავი პარასკევი"?


როგორც წესი, ამერიკაში "შავი პარასკევი" მადლიერების დღის მომდევნო დღეს ცხადდება. ამ დროს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საშობაო საჩუქრების საყიდლად გადის, რის გამოც ქვეყანაში თითქმის სულ საცობები და გადატვირთული მოძრაობაა.


ჯოზეფ პ. ბარეტის (ფილადელფიის პოლიციის რეპორტიორის) თქმით, ამ დღეს „შავი პარასკევი“ ძველი ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტის სატრანსპორტო ჯგუფმა სწორედ საშინლად გადატვირთული მოძრაობის გამო შეარქვა.