ლელა კაკულია: როკის გვირაბი სამუდამოდ ჩაიკეტება!

  • facebook.com
  • 26 ივლისი 13:56

ლელა კაკულია, რომელიც წინასწარმეტყველებს პერიოდულად „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელბს, წერს, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ახალი ტალღა დაიწყება.

ამასთან კაკულია ხაზს უსვამს, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიებს დაიბრუნებს, რუსეთს კი აგრესიისა და ოკუპაციის გამო კოსმოსი დასჯის.


გთავაზობთ ამონარიდს ლელა კაკულიას მიერ გავრცელებული პოსტიდან:


„ვხედავ, მომავალში ახალი რაუნდი იწყება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. ახალი პოლიტიკური ომი, რომელსაც საქართველო განაგრძობს, რუსეთს, როგორც აგრესორ ქვეყანას, ამ სახელს კიდევ უფრო უმყარებს არამხოლოდ ევროპაში, არამედ უკვე აღმოსავლეთის ქვეყნებშიც და საერთოდ მთელ მსოფლიოში. ახლოსაა დრო, ვხედავ, როცა რუსეთს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ ენდობა (თუმცა, არც არასდროს ენდობოდნენ)ю რუსები მეგობრებს კარგავენ!


კრემლს ახალი ტალღის აგორება სურს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მყარი ბაზა ვერ შექმნეს და ამიტომ მათი ყველა გეგმა ჩაშლილია. რუსულმა აგრესიამ თავი შეაჯავრა ქართველებს. რუსებმა საკუთარ სახლში ქართველები ლტოლვილებად აქციეს და ამას საქართველო არასდროს აპატიებს მას; არც ის სიძულვილი გაქრება, რომელიც საუკუნეებს ითვლის რუსების მიმართ.


წინასწარმეტყველება ღაღადებს: „რუსეთს სურს თუ არა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს - ამინ!“ აი, რა არის მთავარი! ხოლო თუ ევროპას გაზის პრობლემები ექნება (და ეს არაერთხელ ვიწინასწარმეტყველე), ღირსები არიან. რუსეთი მათ უფრო გაამწარებს. რასაც ვხედავ, ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ეს ქართული პოლიტიკის სასარგებლოდ იმუშავებს და იმ სერიოზულ სანქციებს, რომლებსაც ევროპა აამუშავებს, სწორედაც საქართველოს საკითხის განხილვა მოჰყვება - ეს აფხაზეთი და სამაჩაბლოა! რუსეთი ამ საკითხს მსოფლიოს დღის წესრიგიდან ვერ მოხსნის.


ვიმეორებ: რუსეთმა უნდა დატოვოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველება, 15 წლის წინ წარმოთქმული:


როკის გვირაბი კარგა ხნით, ანუ სამუდამოდ ჩაიკეტება რუსებისა და ოსებისთვის! წინასწარმეტყველება კი ყოველთვის სრულდება; დიახ, სრულდება და ამას ვერანაირი მიწიერი ძალა ვერ შეაჩერებს!“


 

სრული ვერსიის ნახვა facebook.com