ქართველი ემიგრანტი, რომელსაც დამსაქმებელი აშიმშილებს

  • resonancedaily.com
  • 28 ნოემბერი 15:31

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ნანა კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში მის დამსაქმებელზე პოსტს ავრცელებს:

"ეს ჩვენი მაცივარია, სამი დღეა, ასე ცარიელია. დღეს გადავწყვიტე, ფოტო გადამეღო. მეორე ფოტოზე კარტოფილი და ხახვია, მაგრამ სამი ცალი ხახვია დარჩენილი და ხელს ვერ ვახლებთ, რადგან ბებოს შვილი ვერ იტანს, რამე რომ თავდება სახლში. ამ დროს სრულიად არაადეკვატური ხდება და ჩვენც ვერ ვიღებთ ხმას. წყალს წყაროდან ვეზიდები, ამ დილითაც თორმეტი ორლიტრიანი მოვიტანე, რა თქმა უნდა, ნაწილ-ნაწილ. ორი გზა გავაკეთე. ეს ჩვენი ცხოვრებაა, რას ვიზამთ", - წერს სოციალურ ქსელში ემიგრანტი, ნანა კოპალეიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია, იტალიაში ცხოვრობს.


"საშინელება ხდება, როცა რამე თავდება სახლში. ბებიას შვილმა წაგვართვა ყველაფერი - ბებიას საკრედიტო ბარათები და პენსიის საბუთებიც, რითაც თანხის აღება შეგვეძლო. თვითონ განაგებს ყველაფერს თანხის მხრივ. სანამ ბებოს შეეძლო საკუთარი თანხის განკარგვა, არა გვიშავდა, არაფერი გვაკლდა, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვართ. ჩემი დამსაქმებელი თავის მშობელს იმეტებს შიმშილისთვის და ჩემზე სულ არ იდარდებს. შვილი მუშაობს, ის მეხმარება და ხშირად ჩემი ფულით მიყიდია საჭმელი ბებოსთვისაც და ჩემთვისაც, ასე გაგვაქვს თავი", - ამბობს ემიგრანტი "პრაიმტაიმთან".

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com