ცხოველთა შვილების სახელები: შევარდენი – ქულა; ირემი – ბიჟინი; ფარშევანგი – ნამლევი

  • inadire.ge
  • 28 ნოემბერი 14:27

ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელები. ეს სახელები არ არის დიალექტურ ენაზე (შეიძლება კუთხეების მიხედვით სხვა სახელებიც ერქვას). სია მოცემულია ანბანის მიხედვით, ცხოველების შემდეგ იწყება ფრინველების დასახელებები.

 


  • ცხოველთა შვილების სახელები

  • აქლემი – კოზაკი

  • დათვი – ბელი

  • ვეფხვი – ბოკვერი

  • ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია)

  • ზღარბი – ზღურბლი

  • თხა – თიკანი

  • ირემი – ბიჟინი

  • კამეჩი – ზაქი

  • კატა – კნუტი

  • კურდღელი – ბაჭია

  • ლომი – ბოკვერი

  • მგელი – ლეკვი

  • მელა – ლეკვი

  • სპილო – სპლიყვი

  • ტურა – ლეკვი

  • ღორი – გოჭი

  • შველი – ნუკრი

  • ციყვი – დღნაჩვი

  • ცხენი – კვიცი

  • ცხვარი – ბატკანი

  • ძაღლი – ლეკვი

  • ძროხა – ხბო

  • ჯიქი – ბოკვერი

  • ჯიხვი – ფოთრი

  • ფრინველთა შვილების სახელები

  • არწივი – მართვე

  • ბატი – ჭუკი

  • ბეღურა – ბარტყი

  • ბუ – მართვე

  • ბულბული – ბარტყი

  • გვრიტი – ხუნდი

  • გნოლი – წიწილა

  • გუგული – ბარტყი

  • თოლია – მართვე

  • ინდაური – ჭუკი

  • იხვი – ჭუჭული

  • კაკაბი – წიწილი

  • კაჭკაჭი – ბახალა

  • კოდალა – ბარტყი

  • კოკორინა – წიწილა

  • მერცხალი – ბარტყი

  • მიმინო – ქულა

  • მტრედი – ხუნდი

  • მწყერი – ჩოჩორი

  • როჭო – ლაპი

  • ფარშევანგი – ნამლევი

  • ქათამი – წიწილა

  • ქორი – ქულა

  • ყარყატი – ბარტყი

  • ყვავი – ბახალა

  • ყორანი – ბახალა

  • შაშვი – ბარტყი

  • შევარდენი – ქულა

  • ჩხიკვი – ბარტყი

  • ძერა – ქულა

  • წერო – ბჟიტი

  • ჭილყვავი – ბახალა

  • ხოხობი – ლაპი

  • სხვა არსებათა შვილების სახელები

  • თევზი – ლიფსიტა

  • ლოქო – ღლაბუტა

  • გველი – წიწილი

  • თაგვი – წრუწუნა

  • კუ – კუსანა

  • ფუტკარი – მართვე

სრული ვერსიის ნახვა inadire.ge