რუსეთი დოპინგსკანდალში გაეხვა - მოხსნიან თუ არა მას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან

  • m2b.ge
  • 28 ნოემბერი 14:15

დოპინგსკანდალისა და ანალიზების პასუხების გაყალბების სანაცვლოდ რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნას და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველა სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი ტურნირიც გამოტოვოს. 

მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რუსეთის დაბლოკვის შესახებ ანტიდომპინგური სააგენტოს პოზიციას მხარი დაუჭირა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 9 დეკემბერს ლოზანის საერთაშორისო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა მიიღოს.


ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნის შემთხვევაშიც, იმ რუს სპორტსმენებს, რომლებსაც დოპინგი არ ექნებათ მიღებული მიეცემათ მონაწილეობის მიღების უფლება, ოღონდ დამოუკიდებლად და არა რუსეთის სახელით.


დოპინგშემცველი პრეპარატების მიღების ცდუნებას სპორტსმენები სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც აჰყოლიან, ზოგჯერ დაუდევრობას დაუსრულებია კიდეც სპორტსმენის კარიერა, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის ქეისისგან განსხვავდება.


2016 წელს დოპინგსკანდალის გამო რუსი ძალოსნები რიოს ოლიმპიადიდან მოხსნეს, 2018 წელს ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა იმავე მიზეზით რუსეთის გარეშე ჩაიარა, 2020 წელს ისევ და ისევ დოპინგსკანდალის გამო შესაძლოა ტოკიოში რუსეთის დროშა ერთხელაც ვერ აღიმართოს.


 

სრული ვერსიის ნახვა m2b.ge