ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან კარავი გაშალეს

  • pia.ge
  • 25 ნოემბერი 21:55, 2019 წელი

ჩიტაძის ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. 

ადგილზე იმყოფებიან როგორც როგორც ოპოზიციონერი ლიდერები, ასევე მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. 


ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს კვლავ განახლდა. 


მათი მოთხოვნა უცვლელია- შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით აღარ გაიმართოს. ისინი პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც გეგმავენ. ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტს პლენარული სხდომების გამართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.


ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 


გადაკეტილია საავტომობილო გზა. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge