რუსთაველზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს

  • pia.ge
  • 25 ნოემბერი 21:13, 2019 წელი

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. 

"გამოდი და წადი", - ამ შეძახილებით სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 


ცნობისთვის, მათი მოთხოვნა უცვლელია- შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით აღარ გაიმართოს. ისინი პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც გეგმავენ. ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტს პლენარული სხდომების გამართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.


ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 


გადაკეტილია საავტომობილო გზა. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge