შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ხვალიდან იხსნება

  • 14 ივლისი 14:40

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს ხვალიდან მიიღებს.

დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.


60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.


მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეეძლებათ.