ცნობილია, რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას

  • სხვადასხვა
  • 14 ივლისი 14:27

ოფლიანობა საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხულ მომენტს წარმოადგენს და ეს გარკვეულ დისკომფორტიც არის.

თუმცა, ოფლის გამოყოფას ორგანიზმისთვის სასარგებლო ფუნქციაც ეკისრება, რადგან მისი გამოყოფით კანი მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება. 


ოფლიანობის გამომწვევი მიზეზებია:


ნევროზი


თირეოტოქსიკოზი


D ვიტამინის დეფიციტი


ორსულობა


მენოპაუზა


ჭარბი ოფლიანობა ხელს უწყობს სხვადასხვა სახის დაავადებების გამწვავებას. ტერფების ოფლიანობა იწვევს კანის შრის დაზიანებას რაც შესაძლებელია სოკოვანი დაავადებების ხელშემწყობად იქცეს.


ოფლიანობის დროს საჭიროა პირადი ჰიგიენა მკაცრად დაიცვათ - ყოველდღიურად დაიბანოთ საპნით და თბილი წყლით. დაბანისა და პირსახოცით კარგად შემშრალების შემდეგ ძლიერ ოფლიან ადგილებში უნდა მოიფრქვიოთ ტალკი ან პუდრი.


ფეხების ოფლიანობის შემთხვევაში ყოველდღიურად უნდა მიიღოთ ფეხის აბაზანა, შესაძლებელია სხვადასხვა სახის მცენარეული ნაყენის გამოყენება, კერძოდ: ნაძვის წიწვის, ევკალიპტის, გვირილის აბაზანები.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა