ლელა კაკულია: საბოლოო ჯამში წმიდა სოფიას ტაძარი ისევ მუზეუმად გარდაიქმნება

  • facebook.com
  • 14 ივლისი 13:21

ლელა კაკულია 2020 წლის 13 ივლისით დათარიღებულ პოსტში აღნიშნავს, რომ მას წმინდა სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ ხილვა ჰქონდა და ამბობს, რომ ქრისტიანული ტაძარი საბოლოოდ მაინც მუზეუმის სტატუსს დაიბრუნებს.

 


კაკულია ამბობს, რომ აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა თურქეთს ძვირი დაუჯდება, ვინაიდან იქ ქრისტიანული ჯვარია დავანებული.


„2020 წელი, 13 ივლისი, თბილისი თურქები ყოველთვის ცდილობდნენ, ისევ მეჩეთად გადაექციათ აია სოფია – ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი. მაგრამ მათი მცდელობები არასდროს არ მთავრდებოდა სიკეთით. და ვხედავ, ახლაც ასე მოხდება.


წმიდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ ქრისტიანული ჯვარია დავანებული და ის ენერგეტიკა ტრიალებს, რომელიც პირდაპირ კოსმოსიდან მოდის. ამიტომ ეს ნაბიჯი — აია სოფიას ისევ მეჩეთად გადაქცევა, ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთს. საბოლოო ჯამში კი, ვხედავ, წმიდა სოფიას ტაძარი ისევ მუზეუმად გარდაიქმნება“, - ნათქვამია კაკულიას გვერდზე გავრცელებულ პოსტში.


თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ 10 ივლისს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com