ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილი არ „პრავდება", ისევე როგორც „პოლიტპატიმარი“ რურუა

  • 14 ივლისი 12:02

„ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელის ზურაბ ქადაგიძის თქმით, „ნაციონალური“ ხელისუფლების თავდაცვის უწყების ყველა არაოფიციალურ საქმიანობას მინისტრი კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„2009 წელს ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციის კატეგორიული კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თავდაცვის სამინისტროს მიმართ - რა ურთიერთობა აქვს კომპანია „ბელ თრეიდინგ კონსალტინგს" თავდაცვის უწყებასთან? აქვს თუ არა სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არალეგალურ საქმიანობას აწარმოებს აღნიშნული კომპანია და ა.შ. (საკითხი ვრცელია). ეს ის „ბელ თრეიდინგ კონსალტინგია", რომელთანაც პირდაპირ კავშირშია თემურ ალასანია, ხოლო „ნაციონალური“ ხელისუფლების თავდაცვის უწყების ყველა არაოფიციალურ საქმიანობას ხელმძღვანელობდა მინისტრი კეზერაშვილი. ეს ის მინისტრია, რომელიც ახლა „თავისუფალი მედიის" მთავარი მედროშე და „ნაციონალური“ მოძრაობის დამფინანსებელია. კეზერაშვილი არ „პრავდება", ისევე როგორც „პოლიტპატიმარი“ რურუა“, - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.