ამერიკიდან რომ ჩამოვიდა, მხრებზე ვაჟა-ფშაველას და დათა თუთაშხიას ტატუ ჰქონდა გაკეთებული - გიორგობიანი შვილს იხსენებს

  • 14 ივლისი 10:30

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილი შვილის სანდრო ქოიავას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც სანდროს სამშობლოსადმი დამოკიდებულებას და კლასიკოსი მწერლების მიმართ პატივისცემას ეხება.

გიორგობიანი იხსენებს, როგორ შეაგონებდა მის შვილს სამშობლოს სიყვარულს და იმას, რომ ამერიკაში შეძენილი ცოდნა სამშობლოსთვის უნდა გამოეყენებინა. ჰყვება, თუ როგორ აცილებდა შეერთებულ შტატებში და როგორ აევსო სიამაყით გული, როდესაც მისი შვილის ზურგზე ამოსვირინგებული ვაჟა-ფშაველა და დათა თუთაშხია დაინახა.


„ამერიკაში დარჩენაზე არც იფიქრო-მეთქი... თავიდანვე გაფრთხილებული მყავდა... უცხოელი გოგო, იმედი მაქვს, სერიოზულად არ შეგიყვარდება-მეთქი... კარგ ქართველ გოგოს არავინ სჯობს-მეთქი... ამერიკაში, რომ დაამთავრებ, სამუშაოდ დარჩენა გამორიცხე, სამშობლოს უნდა მოახმარო შენი ცოდნა და განათლება-მეთქიი... ყველა დარეკვაზე, აბა , რას სწავლობ ისტორიიდან , ქართველებს კითხულობ? ჭაბუაზე გიჟდებოდა, თან სულ გადავრიე, გაქცევებზე მოვუყევი, „გულაგების“ სისტემა შეაცვლევინა ხრუშჩოვსთქო... ვაჟა ხომ ყველაფერი იცი-მეთქქი, მაინც მსოფლიო კლასიკა წაიკითხე თან, კიდევ უფრო რომ დარწმუნდე ქართველების ბუმბერაზობაში...
მოკლედ შეჭმული მყავდა ქართული... ქართულმა... ქართულით... ქართველო, ხელი ხმალს იკარ! საქართველო სამშობლო უპირველესი... ვბურღე... ჰო, მანამდე, ტატუირებაზე მყავდა შეღონებული, არ გაიკეთო! და პერმანენტული ლექციები, როგორ მობეზრდება, ყოველ დღე რომ დაინახავს... როგორ შემოაჭკნება, რომ დაბერდება... ნევროზს აკიდებს... ტატუირება გავხადე მდაბიო და ფსიქოფატების საქმე, აღარ მახსოვს რეებს ვამატებდი თანდათან „ტატუირება უდონობას“.. (ნუ, რადგა მე არ მომწონს... მაპატიეთ ტატუებიანებმა და ვიგონებდი, სანდროს გულის გასახეთქად, ათას უბედურებას დაგიჩირქდება-მოგაჭრიან! )))) ჰო და ისევ გრძელდებოდა შეკიკინება, შენ ქართველი ხარ... გავაგზავნიდი ხოლმე ვიღაც ახალი ჩასულების საძებნელ-საპატრონოდ... ახლავე დაყარე ყველაფერი... მიაკითხე (მეც რომ არ ვიცნობ ისეთებს თან) მიაკითხე, ალბათ შია და წყურია!! უშველე... არცერთხელ არ გაუპროტესტებია, კიიი აბა რას ვიზამ, ნუ ნერვიულობ... დაურეკავდა ხოლმე სრულიად უცხო ადამიანს... და კარგავდა გაგანია ამერიკაში უამრავ საათს სრულიად უცხო ქართველების საძებნად და მოსავლელად, რადგან იცოდა, რომ უაპტრონოა... .


მოკლედ, რისთვის დავიწყე, ისე შევაღონე ამ საქართველო, საქართველომ, საქართველოს დიდება ! ცოდნა სამშობლოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის კარიბჭეა და ნუ რაღაც ამ მაღალფარდოვანი სამშობლოითურთ რიტორიკა - დეგენერატობებით... ერთ მშვენიერ დღეს ჩამომივიდა, მანამდე ერთი თვე არ მჯეროდა, ფოტო რომ მანახეს, საკუთარი შვილის ზურგი ვერ ვიცანი, ისე ავისხლიტე ნახევარფაბრიკატი ტატუირებები... წვერ- ბანჯგვლიანი კაცები იყო ნაწილობრივ დახატული, მაგარი რამე დავიწყეო... და რომ მითხრა ჩემი ზურგიაო, აუუ, მეთქი ნუ მაღადავებ სანდრო!... აუ კაი რა... და ყველაფერი დავცინე, „ჯოდასენიც“. „ბებიაც“ - ვორ-ვორად, ამ მჯერა, მაიმუნობ-მეთქი. მე მაგიჟებ!.. ჩამოაღწია და ვეცი ზურგზე, ჯერ ნაკოცნი არ მყავდა... ავხადე მაისური და რას ხედავს ჩემი თვალები, ერთი ხელის გულის გაშლა დათა-თუთაშხია ერთ ბეჭზე - ყაბალახ-გადაფენილი (ცხვირ-პირიც იყო უკვე და ვიცანი!!! დააა მოემზადეთ! ... მეორე ბეჭზე ვაჟა - ფშაველა თავის ცნობილი ფაფახიანა !!! რავალია?!!! ვაჟა ფშაველა კი მომეწონა ძალიან, არ დაგიმალავთ, ტვინში სისხლი რომ ჩამექცა და მერე... რეალობას შეგუებულმა თვითდამშვიდებას რომ ვეცადე... მეთქი, რაღა ამერიკელებთან გაიკეთე... მეღვინეთუხუცესი ვერ დახატეს წესიერად მაგ დებილებმა-მეთქი... მაინც ვკარი წიხლი იანკებს... ფერებში არ იჯდა შეხამებულად და ა.შ.. ჩამოვუწერე შენიშვნები, მოვუძებნე კარგო ვაჟა და დათა ... )) ჩავალ გავასწორებო, დამპირდა... ვერ მოასწრებდა...


აბა, რა... გამოიჭირეს ნოსტალგიაშეყრილი პიანი გრუზინი და რაც მოუჩმახა, ყველაფერი ზედ უნდა მიეკრასკათ, მალიარებივით?!...


მაგრამ მაინც სიამაყით ამევსო გული... კიდევ კარგი , დათა თუთაშხია და ვაჟა -ფშაველა გაახსენდა უგონო მთვრალსაც-მეთქი... არ გადაგვარდა 8 წელიწადში... ))))) აბდა- უბდად მოვყევი... მაგრამ მე უნდა წარმომიდგინოთ, ბევრი ისტერიკებით, თან მეგობრულადაც შემყავდა... ამ ისტრორიის გარშემო მთელისაბიძაშვილო ჩავრთე... ერთი, რაც მაწყნარებდა, სამშობლო რომ მართლა უყვარდა ეს, თორემ პლიაჟზე რომ გაიხდიდა, თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ ორ დიდ თავზე, თითო-თითო ბეჭზე გადარახტულ-გადახატულ - მიზაგრულ დათაზე და ვაჟაზე? ჰოო, მეც მერიდებოდა ხალხის!“ - წერს მანჩო გიორგობიანი.



2016 წელს მაჩნო გიორგობიანის შვილი სანდრო ქოიავა აშშ-ში აეროპორტის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.