ემზარ კვიციანმა მეუღლე თეთნულდ ანსიანი პირველად სიზმარში ნახა

  • 13 ივლისი 22:39

ემზარ კვიციანმა გადაცემაში „ფარული კონვერტი“ თავისი სიყვარულის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მეუღლე თეთნულდ ანსიანი პირველად სიზმარში ნახა.

როგორც კვიციანი ამბობს, ის მას არ იცნობდა, მაგარმ ზუსტად იცოდა რომ ეს ქალი მისი ბედი იქნებოდა.


„მესიზმრა რომ სურათი მეჭირა ხელში და ვიღაცამ მითხრა რომ ეს შენი საბედოაო. დაახლოებით ერთ კვირაში მივდივარ სოხუმში ვათვალიერებ ალმობეს და ვნახულობ მერვე კლასელი ბაშვის ფოტოს და აღვიქვი ის სიზმარი. მითხრეს რომ ეს გოგონა გაგრაში ცხოვრობდა. 3 წლის შემდეგ ისევ იმ ოჯახში ვიყავი კარი გაიღო და შემოვიდა ის გოგო, რომელიც ჩემი ცოლი გახდა. თუმცა, მას არ უნდოდა ჩემი ცოლობა და მეორე დღეს მოვიტაცე“,- ამბობს ემზარ კვიციანი.