მოწმე ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილზე ნიახურს აგროვებდა

  • 13 ივლისი 21:36

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკვეთილი კიდევ ერთი თვითმხილველი დავით კიპაროიძე ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილზე, შუა ღამეს ნიახურს აგროვებდა.

დავით კიპაროიძე „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საკუთარი თეთრი ფერის მიკროავტობუსით გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმეა.

საბედისწერო ღამეს, მაშინ როცა გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, დავით კიპაროიძე იმ შენობასთან იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება მოხდა. 

„ვნახე რომ გზაზე დაახლოებით 1 მეტრის სიგრძეზე ნიახური ეყარა, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭდა, ხოლო ის შეკვრა რომელიც გაფუჭებული არ იყო ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან“- წერია კიპაროიძის ჩვენებაში.