პოლიციას სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი არ მიუყვანია იმ ადგილებში, სადაც შაქარა სასტიკად სცემეს - კაპანაძე

  • 13 ივლისი 20:45

presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს და გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ წერს.

მისი თქმით, პატრულს არ მიუყვანია სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი კვალის ასაღებად იმ ადგილას, სადაც გიორგი სცმეს. 


„ამას წინათ ექსკლუზიურად გავახმოვანე რომ იმ ადგილას, სადაც გამოძიების ვერსიით გიორგი შაქარაშვილმა ჩაირბინა, სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა კვალი ვერ აიღო.


ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა მოკლულის ოჯახის ადვოკატის განცხადებით.


ახლა ვასაჯაროვებ კიდევ ერთ სიახლეს: პოლიციას სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი არ მიუყვანია იმ ადგილებში, სადაც სინამდვილეში შაქარა ასე სასტიკად სცემეს და შემდეგ, დიდი ალბათობით, წყალში გადააგდეს.


აქედანაც ჩანს, რომ შსს-ს მხრიდან ეს იყო მძიმე დანაშაულის მიზანმიმართული გაყალბება მტკიცებულებების განადგურებით, რაც მოხდა კიდევაც მოგვიანებით - შემთხვევის ადგილის გადაწვით“,- წერს კაპანაძე.