გოგა ხაინდრავას მიმართვა დიმიტრი გორდონს (ვიდეო)

  • 13 ივლისი 18:35

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საკუთარ „Youtube”-ის არხზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელ ჟურნალისტ - დიმიტრი გორდონს მიმართავს.

აღნიშნულ ვიდეოში ხაინდრავა ჟურნალისტს თხოვნით მიმართავს, ჩაწეროს მასთან ინტერვიუ, როგორც ნამდვილ დისიდენტთან, რომელიც ყველაფრის მომსწრეა, თუ რა დანაშაულები მიუძღვით საქართველოს წინაშე დიმიტრი გორდონის წინა რესპოდენტებს.


ცნობისთვის, გასულ თვეში გორდონმა მიხეილ სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ.