გილოცავ დაბადების დღეს პატარავ - მაქსიმ ვიტორგანმა ნინო ნინიძეს დაბადების დღე ქართულად მიულოცა

  • 13 ივლისი 16:09

მსახიობ ნინო ნინიძეს დაბადების დღე საყვარელმა ადამიანმა თეატრისა და კინოს რუსმა მსახიობმა მაქსიმ ვიტორგანმა ქართულად მიულოცა.

 

სოციალურ ქსელებში ვიტორგანისა და ნინიძის ურთიერთობებზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც წყვილი ერთ-ერთი სპეკტაკლის პრემიერაზე შენიშნეს.


ისინი აღარ მალავენ სასიყვარულო რომანს და ვიტორგანმა ნინიძეს დაბადების დღე სოციალურ ქსელში ქართულად მიულოცა.


„გილოცავ დაბადების დღეს პატარავ“, - წერს მსახიობი და აღნიშნავს, რომ იმედი აქვს „გუგლ თრანსლეითმა“ სწორად გადათარგმა ის სიტყვები, რისი დაწერაც მინდოდა.


ცნობისთვის ნინო ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის ქალიშვილია.