15-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს წყალტუბოს ქუჩაზე დაუპირისპირდა

  • 13 ივლისი 12:23

წყალტუბოს ქუჩაზე ერთმანეთს 15-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არიან დაშავებულები.

 

წყალტუბოს ქუჩაზე დაპირისპირება 13 ივლისს, ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, იყო გასროლის ხმაც. არიან თუ არა დაშავებულები ან დაჭრილები ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ. ასევე უცნობია რა მოტივით იჩხუბეს ახალგაზრდებმა.