საწყალი „შაქარა“ ბიძამისმაც კი პოლიტიკისთვის გამოიყენა - ვატო გელაშვილი

  • 13 ივლისი 10:43

„შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ვატო გელაშვილი სიციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის, მირიან ნიკოლაძის შესახებ წერს.

გელაშვილის თქმით, პოლიტიკა ბინძურია. ყველა ტრაგედიას პოლიტიკურ სარჩულს ადებენ და ისე კერავენ როგორც აწყობთ. 


მისი თქმით, გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ საქმე პოლიტიკურად გამოიყენა. 


„საწყალი „შაქარა“ ბოლოს ბიძამისმაც კი პოლიტიკისთვის გამოიყენა. 


ბევრ სხვას უნდოდა მისი ისე გამოყენება როგორც გირგვლიანი მარა ამან აჯობა.


ამიტომაა ჩვენთან პოლიტიკა ბინძური.


ამიტომ კი არა სპეციალურადაა ბინძური“, - წერს გელაშვილი.


ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.


ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.


ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.