კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევბი გაიზარდა - ქვეყანაში 9 ინფიცირებული გამოვლინდა

  • 13 ივლისი 10:23

stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 857, ხოლო 15 გარდაცვლილი.

ამ დროისთვის stopcov.ge-ზე გამოჯანმრთელებულთა შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა.


კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 219 პაციენტი.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა. ის ირანის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის საზღვრით შემოდიოდა.