მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე - ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 13 ივლისი 10:08

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვლა. ცნობილია, რომ ჟურნალისტის დედა მძიმე სენს, სიმსივნეს 5 თვის განმავლობაში ებრძოდა.

ტრაგედიის შესახბ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟორჟოლიანმა პირადად გაავრცელა.


„ყველას გონია რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოგი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.


პანაშვიდი, სამშაბათი, ოთხშაბათი მისამართი, ნინო რამიშვილის 35ბ. მარჯვენა სადარბაზო, 12 სართ.


დაკრძალვა, ხუთშაბათს 14:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან“, - წერს ჟორჟოლიანი.