ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით - მასწავლებელი

  • 13 ივლისი 09:58

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო-სქრინი, სადაც „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში კომენტარს უწერენ.

ფეიქსბუქის მომხმარებელმა, ლია ჩხენკელმა პირდაპირ ეთერში დააკომენტარა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეს ამხელა აბავი არ უნდა გამოეწვია.


„ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით“, - წერს ჩხენკელი.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ქალბატონი პედაგოგია.


კომენტარის ფოტო-სქრინი სოციალურ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოება გააღიზიანა.


საზოგადოების ერთი ნაწილი განათლების სამინისტორს მიმართავს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ თანამდებოდა დატოვოს და ბავშვების აღზრდაში მონაწილეობა არ მიიღოს.


„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა. მოაშორეთ ეს არსება ბავშვებს. არავის არ აინტერესებს ამ არარაობის არც ბოდიში და არც მესიჯის წაშლა. ასეთი არარაობები სკოლაში კი არ უნდა ასწავლიდნენ, გალიაში უნდა იყვნენ გამომწყვდეულები. ზუსტად ასეთი ადამიანები ზრდიან მკვლელ შვილებს და მოსწავლეებს.


Lia Chxenkeli ქალბატონო ლია, თქვენი ადგილი არის ციხეში ან ფსიქიატრიულში. დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვის ოჯახის ცოდვა და გაჭირვება თქვენს კისერზეც გადაირბენს ძალიან მალე. მისი ოჯახის ცრემლებს თქვენ ღმერთი არ შეგარჩენთ და არ გაპატიებთ.“- წერენ სოციალურ ქსელში.